თბილისი
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში 1996 წლიდან მუშაობს. მუშაობა დაიწყო აზერბაიჯანის პოლიტიკური განათლების პროექტებით, 2002 წლიდან ასევე სომხეთსა და საქართველოში. ოფისი მდებარეობს თბილისში, საქართველოში. ფონდის ძირითადი მიზანია დაეხმაროს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დემოკრატიული განვითარების პროცესში, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებად თავისუფალი პოლიტიკური სისტემით, რომელიც დაფუძნებულია ეკონომიკის თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებზე.
News
-
დამოუკიდებლობის 100 წელი
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი წარმოგიდგენთ ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმს "დამოუკიდებლობის 100 წელი, თავისუფლების ფასი", რომელიც ეძღვნება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადებას.
-
რუსეთის ომი უკრაინაში და საქართველოს მივიწყებული კონფლიქტები:
უკრაინის გარშემო ატეხილი მოვლენების ფონზე, მცირე ანალიტიკურ სტატიაში, გაანალიზებულია თუ რა ხდებოდა და როგორ შეიძლება განვითარდეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები უახლოეს მომავალში.
-
რუსეთის შემდეგი სამიზნე საქართველო?
2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ, ამჯერად უკრაინაში, მორიგი აგრესიული ომის დაწყების კვალდაკვალ სულ უფრო და უფრო მეტი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსი, ექსპერტი და ანალიტიკოსი იხსენებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, შეცდომებს რომელიც დემოკრატიულმა სამყარომ დაუშვა როგორც ომის დაწყებამდე, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ.
-
გარემოსდაცვითი გამოწვევების საბაზრო გადაწყვეტილება საქართველოსთვის
საქართველო მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე დგას, რომლებიც ადამიანის საქმიანობას და კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეულ შედეგებს უკავშირდება. ბუნებრივი კატასტროფები, წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყერი და სხვა ბუნებრივი მოვლენები. ამასთან, ენერგეტიკული, სამრეწველო და ნარჩენების მართვის პროცესები, რომლებიც კლიმატის ცვლილებს უკავშირდება ქმნის ერთიან ციკლს რომლის მართვა და განკარგვა განაპირობებს მთლიანად გარემოსდაცვით გამოწვევებზე პასუხებს.
-
ევროპასთან ვაჭრობის მხარდამჭერი პროექტის კვლევა
წარმოგიდგენთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს კვლევას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულებასთან დაკავშრებით. კვლევის მიზანი იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის არასაკმარისი განვითარების პრაქტიკული საკითხების შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება.
-
დაცვა იმისა რაც სწორია
თინათინ ხიდაშელი გახლავთ იმ ტიპის ადამიანი, რომელთან მიმართებითაც სიტყვა „მებრძოლის’’ გამოყენება „თავისუფლებისთვის მებრძოლის’’ მნიშვნელობით დამსახურებულია. სამი ათწლეულის განმავლობაში მისი სამოქალაქო აქტივობის მანძილზე, მან გაიარა სსრკ-ს არსებობის ბოლო წელს, საბჭოთა ეპოქის მილიციასთან (პოლიცია) შეტაკებიდან დაწყებული, როდესაც სასამართლოში იცავდა იმ ხალხის ძირითად უფლებებს, ვინც იდევნებოდა ახალი ქართული სახელმწიფოს მიერ და ახორციელებდა პარლამენტში ევროკავშირის ქვ