ძალადობის დღიური
კონსტანტინე თვალაშვილის ისტორია

Click to read full story
2024 წლის 30 ნოემბერს პროგრამისტი კონსტანტინე თვალაშვილი თბილისში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მშვიდობიან დემონსტრაციას სპეცრაზმი დაუპირისპირდა უკანდასახევი გზა გადაუკეტა და დემონსტრანტებს ფიზიკურად გაუსწორდა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინეს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ის დააპატიმრეს და მის წინააღმდეგ გადაჭარბებული ფიზიკური ძალა გამოიყენეს, და ხელკეტებით და მუშტებით რამდენჯერმე ცემეს. მის მიმართ ძალადობა პოლიციის მანქანაში მოთავსების შემდეგაც გაგრძელდა, სადაც მას სამართალდამცავები დასცინოდნენ და სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდნენ.
დაკავების შემდეგ თვალაშვილს ბრალი წაუყენეს პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობისა და პოლიციელის შეურაცხყოფაში, მიუხედავად მტკიცებულებების არარსებობისა. მას მიესაჯა რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდარღვევის ფაქტზე ოფიციალური გამოძიება დაწყებულია, ის დაზარალებულად ჯერ არ არის ცნობილი. მისი ისტორია არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა რისკების წინაშე დგანან მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობენ გამოხატვის უფლებით საქართველოში.