#FEMALEFORWARDINTERNATIONAL
გაიცანით ნინო ბაქრაძე საქართველოდან

ჟურნალისტიკა, როგორც ცვლილებების კატალიზატორი
Nino Bakradze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

საგამოძიებო ჟურნალისტი, რომელიც იყენებს ერთობლივ ანგარიშს და უცხოურ გამოძიებას  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში

საქართველოში, ჟურნალისტიკა ტრადიციულად ითვლება „ქალის" პროფესიად, აცხადებს საგამოძიებო ჟურნალისტი ნინო ბაქრაძე. იგი დასძენს, რომ, ვინაიდან, ხალხს არ აქვს სექსისტური დამოკიდებულება მდედრობითი სქესის ჟურნალისტების მიმართ, ამ პროფესიას არ გაურთულებია მისთვის ცხოვრება. საქართველოში ქალად ყოფნა ისედაც რთულია, და ამ ყველაფერს, ჟურნალისტიკაში ყოფნა უბრალოდ ემატება.  

Nino Bakradze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

ნინო ბაქრაძე თბილისში, საქართველოში დაფუძნებული, საგამოძიებო ჟურნალისტთა მედიაპროექტ iFact-ის  რედაქტორი და თანადამფუძნებელია. იგი მუშაობს ქალთა გუნდში, რათა საქართველოში ყველაზე მძაფრი პოლიტიკური სკანდალები   გამოავლინოს. მის შესრულებულ სამუშაოებს კი იყენებენ, როგორც საფუძველს მრავალი ქართული ორგანიზაციის ანგარიშებისთვის.

საგამოძიებო ნიჭი  ჯერ კიდევ კოლეჯში გამოავლინა, სადაც მან ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა დაასრულა. დღეს, იგი არის „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის ანგარიშგების’’ (OCCRP) პროექტის ნაწილი, რომელიც გახლავთ  უცხოურ გამოძიებებში ჩართული საგამოძიებო ჟურნალისტების გლობალური ქსელი. 2015 წელს, მან მოიპოვა ჯილდო კატეგორიაში - უმაღლესი ხარისხი საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, როდესაც მან გახსნა ტყის რეინჯერის მკვლელობის საქმე. გარდა იმისა, რომ იგი ცნობილი საგამოძიებო ჟურნალისტია, ნინო ხარჯავს დიდ  დროს ბოლო კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სწავლა-განათლებაზე  და ამზადებს პროფესიონალ ჟურნალისტებს სხვადასხვა მოსამზადებელ კლასებში.

ნინო გამოყოფს სამ მნიშვნელოვან  ჟურნალისტურ პროექტს, რომლითაც იგი ამაყობს. პირველია მისი მუშაობა პანამის დოკუმენტებზე, და ცოტა ხნის წინ, მან გასწია სერიოზული სამუშაო, ადგილობრივი საზოგადოების საპროტესტო აქციების მიუხედავად, ჰიდროელექტროსადგურის აშენების პროექტზე. მისი სტატიის საპასუხოდ, ქუჩებში დაიწყო საპროტესტო აქციები და მთავრობა ამჟამად ამ დოკუმენტების გადახედვას ახორციელებს. საბოლოოდ, მისი მედია აწარმოებს 40 გვერდიან გამოძიებას საქართველოში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის წარუმატებელი აღდგენის შესახებ, რასაც მოყვა აღნიშნულზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების გადადგომა.

Nino Bakradze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

ნინო ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო არ განიცდის ზეწოლას. ერთადერთი რაც მას პრობლემურად მიაჩნია, ეს საზოგადოებაში გენდერული როლების უხეშად განაწილებ: თავის  სამუშაო ხაზში, იგი არასოდეს ყოფილა დისკრიმინირებული  სქესის გამო. მაგრამ ეს შეიძლება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ქართველები ჟურნალისტიკას ნათლავენ „ქალურ"  და არც თუ ისე პრესტიჟულ პროფესიად. თუმცა, სურათი იცვლება, როდესაც გადავხედავთ  ოფიციალურ სამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც ძირითადად მამაკაცებს ასაქმებენ. კერძო კომპანიებსაც ასევე ურჩევნიათ მამაკაცის დაქირავება,  განმარტავს ნინო. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით ოჯახური ძალადობაა.  

„ჟურნალისტის ამპლუა დამატებით პრობლემებს არ ქმნის. პრობლემა გახლავთ გენდერული საკითხები, პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა. ზოგადად ქალად ყოფნა რთულია,” ამბობს ის.  ახალგაზრდა დედას  დახმარებას არ გიწევენ, ამბობს ნინო. ერთადერთ დახმარებას, მხოლოდ თქვენი ოჯახიდან მიიღებთ. სისტემა და სახელმწიფო არ იძლევა მხარდაჭერას, სამშობიარო შვებულების ანაზღაურებაც იმდენად მცირეა რომ ქალების უმრავლესობა დაუყოვნებლივ ბრუნდება სამუშაოზე მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ამ თანხით, არ შეუძლიათ ბავშვის პამპერსების ყიდვაც კი. როდესაც ვაჟი გაუჩნდა, რომელიც ახლა ოთხი წლისაა,  სამ კვირაში სამსახურში დაბრუნდა. „სხვა არჩევანი არ არსებობს ", მხრების აჩეჩვით აღნიშნავს იგი. 

Nino Bakradze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

იქიდან გამომდინარე, ჩვენი მაღალი რანგის თანამდებობის პირები ძირითადად მამაკაცები არიან, მათ არ ესმით და არც აინტერესებთ ქალთა პრობლემები. ამიტომაც გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, ამბობს ის. ეს ერთადერთი გამოსავალია. ეკლესია, რომელიც ყველაზე ძლიერი და სანდო ინსტიტუციაა საქართველოს მოსახლეობისთვის – საერთოდ არ საუბრობს ფემიციდზე ან ქალთა პრობლემებზე, აგრძელებს ნინო. მასკულინური ინსტიტუტი მტრულია ქალთა უფლებებისადმი. საზოგადოება, მეორეს მხრივ, არის გულგრილი, ნიჰილისტური. უამრავი ადამიანი პრობლემებს აპროტესტებს სოციალური ქსელების მეშვეობით, მაგრამ ამას არ მოჰყვება ხოლმე რეალური ქმედითი ნაბიჯები, ამბობს ნინო.  

მაგრამ საქართველოში ცვლილების ქარი უბერავს და ნინოს თქმით, სოციალურ მედიას ასევე დადებითი გავლენაც აქვს: ქალები უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ თავიანთი უფლებების შესახებ ონლაინ, იღებენ სოციალური ქსელებიდან მხარდაჭერას, და პოულობენ სხვა ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ მათი ტვირთის  გაზიარება. ამან შეიძლება შეცვალოს ქალთა მომავალი, იმედოვნებს ნინო.

Nino Bakradze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

ამ პრობლემების მიუხედავად, ნინო აღნიშნავს, რომ არასდროს დატოვებს თავის ქვეყანას, ბევრი ახალგაზრდა ქართველისგან განსხვავებით, რომლებიც წარმატებას სხვაგან ეძებს და რომლებმაც დაკარგეს მათი ქვეყნის რწმენა. „ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება სხვა ქვეყანაში. მე მიყვარს ეს ქვეყანა და ვფიქრობ, რომ მას აქვს მომავალი. თუ ყველა ჩვენგანი, ვისაც რამის კეთება შეუძლია დატოვებს აქაურობას, მაშინ არ იქნება მომავალი.  უნდა დავრჩეთ და ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისათვის, მივცეთ კარგი მაგალითები სხვებს: გვქონდეს სამუშაო, კარიერაც კი, აქ უნდა გავზარდოთ ბავშვები, ვიბრძოლოთ სხვისი უფლებებისთვის. სწორედ ამას ვისახავ მე მიზნად: ჩემი მუშაობით, სხვებს ვაძლევ პლატფორმას, ისე, რომ მათი ხმა მოისმინონ. ეს არის ჩემი საზოგადოებისთვის სამსახური“, ამბობს ის. „მე ასევე მჯერა, რომ თუ არ გიყვართ თქვენი ქვეყანა, თუ არ ფიქრობთ თქვენი ერის კეთილდღეობაზე, კარგი ჟურნალისტი ვერასდროს იქნებით.”

მისი რწმენით, აუცილებელია ქალებმა იმოქმედონ, რადგან პრობლემები, რომლებსაც ის აღწერს კონტროლის სფეროდანაა გასული. მისი თქმით, ქალები ძალაუფლების შეგრძნებას იძენენ და ტრადიციები, რომლებიც აღარ არის სასარგებლო, უკუგდებულია. და მისი პირადი როლი ამ ყველაფერში? იგი იმედოვნებს, რომ გააგრძელებს  სუფთა-ქალური-მედიის განვითარებას (ახლა). მას სურს ასწავლოს. და ის სიხარულით იმუშავებს იმ საკითხებზე, რომლებიც ქალთა უფლებებს კიდევ უფრო წინ წაწევს.

Nino Bakradze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

Follow more stories on female empowerment with #FemaleForwardInternational and in our Special Focus on the website.