DE

#FemaleForwardInternational
დაცვა იმისა რაც სწორია

თინათინ ხიდაშელის ინტერვიუ
Tinatin Khidasheli
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

თინათინ ხიდაშელი გახლავთ იმ ტიპის ადამიანი, რომელთან მიმართებითაც  სიტყვა „მებრძოლის’’ გამოყენება „თავისუფლებისთვის მებრძოლის’’ მნიშვნელობით დამსახურებულია. სამი ათწლეულის განმავლობაში  მისი სამოქალაქო აქტივობის მანძილზე,  მან გაიარა სსრკ-ს არსებობის ბოლო წელს, საბჭოთა ეპოქის მილიციასთან (პოლიცია) შეტაკებიდან დაწყებული, როდესაც  სასამართლოში იცავდა იმ ხალხის  ძირითად უფლებებს, ვინც იდევნებოდა ახალი ქართული სახელმწიფოს მიერ და ახორციელებდა პარლამენტში ევროკავშირის ქვეყნების ინტეგრაციის აუცილებლობის  ადვოკატირებას,  სამხედრო სისტემის რეფორმირების ჩათვლით. მან ყველაფერი გააკეთა იმ დროს, როდესაც მის მშობლიურ საქართველოში საზოგადოებრივ ცხოვრებაში  მამაკაცები დომინირებდნენ, თუმცაღა ის მაინც არაა მათზე განაწყენებული.  მეტიც, ხიდაშელი გახდა ლიბერალი  სოციალურად კონსერვატორულ გარემოში, სადაც მარგინალიზებულის უფლებების დაცვა ხშირად პრობლემას უქმნის ხოლმე ადამიანს. მაგრამ ამის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა, იმიტომ რომ მან ყოველთვის იცოდა, თუ რატომ იბრძოდა. როგორ მოახერხა მან ეს?

Khidasheli 1 Geo
© Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus

„მე  არ ვარ უბრალოდ შეგნებული ლიბერალი,” ამბობს ის, „არამედ, ვარ ინსტინქტური ლიბერალი – და ეს არაა მხოლოდ წიგნების კითხვის შედეგი, ეს ბუნებრივად მოხდა.” ყოველივე დაიწყო 1989 წელს, თბილისში, ჯერ კიდევ თინეიჯერის ანტი-კომუნისტურ საპროტესტო აქციასთან შეერთებით, როდესაც ათასობით ქართველი შეეჯახა არმიასა და პოლიციას საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო დღეებში. „როდესაც იმ ასაკში ვიყავი, რომელიც განსაზღვრავს შენს გრძელვადიან არჩევანს, მე  ვიდექი ქუჩებში და კომუნისტებს ვებრძოდი. ამ ბრძოლამ თავისუფლებისთვის სამუდამოდ განსაზღვრა მთელი ჩემი ცხოვრების  სტრუქტურა,” ამატებს ის.

ამას მოჰყვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის პროგრამაზე ჩარიცხვა, რაც იმ დროისთვის ქალისთვის უჩვეულო არჩევანი იყო. „ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი და ჩემი მასწავლებლები ნამდვილად იმედგაცრუებულნი დარჩნენ, რადგანაც ვერ იჯერებდნენ, რომ ქალს შეეძლო წარმატებული იურისტის კარიერა შეექმნა. ისინი დაჟინებით მთხოვდნენ სამედიცინო სასწავლებელში ჩაბარებას, სადაც, როგორც წესი, წარმატებული გოგონები აბარებდნენ ხოლმე,” იხსენებს ის. თუმცა, მას არ გასჩენია ეჭვები საკუთარი  არჩევანის თაობაზე, რადგან გონებაში ნათელი ხედვა ჰქონდა იმისა თუ რის მიღწევას აპირებდა. „ადამიანის უფლებების დაცვა არ იყო ის ფრაზა, რასაც ვიყენებდით იმ დროში, მაგრამ ინსტინქტურად, ეს იყო ის, რისი კეთებაც ყოველთვის მინდოდა — ვყოფილიყავი ყველაზე დაუცველების სამსახურში, დავხმარებოდი  მათ ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში.”

Khidasheli GEO 2
© Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus

რას ნიშნავს იყო ლიბერალი

თუ გავიხსენებთ მომენტს, რითაც  თინათინ ხიდაშელის ‘’ლიბერალობა’’ დაიწყო, უნდა გავიხსენოთ პირველი სატელევიზიო მაუწყებლობა, როდესაც ის, როგორც ახალგაზრდა იურისტი, იცავდა იეჰოვას მოწმეებს რომლებიც იდევნებოდნენ საქართველოში კომუნიზმის დაცემის ადრეული წლების შემდეგ. “მე ჩემს ქვეყანაში არსებული ძირითადი გაგებებისგან განსხვავებული აზრი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მართლმადიდებლური ოჯახიდან ვარ. მიუღებელი იყო ის , რომ ასეთ ხალხს ვიცავდი. შემდეგ  კი იყო სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ბრძოლა,” იხსენებს ის.

ხიდაშელმა დააყენა მნიშვნელოვანი შუამდგომლობა – იგი არ მიიჩნევს საკუთარ თავს „მემარცხენე ლიბერალად", იმ გაგებით როგორითაც დღეს ეს  ტერმინი ხშირად გვხვდება ხოლმე. მისთვის, ლიბერალიზმის სახელმძღვანელოსეული მნიშვნელობით გამოყენება ძალიან  პრობლემატურია იმ ხალხთან მიმართებით, რომლებიც  პოსტ-საბჭოთა სივრცეში ცხოვრობენ. „რას ნიშნავს იყო ლიბერალი აქ?  ეს არ ეხება  თქვენი პოლიტიკური თეორიის დეტალებს, არამედ, უფრო მეტად გულისხმობს შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას: რას ფიქრობთ გეი ქორწინებაზე? რა აზრის ხართ გეი წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანაზე? რა დამოკიდებულება გაქვთ  რელიგიური უმცირესობების მიმართ — მიგაჩნიათ თუ არა, რომ ყველა რელიგიას უნდა ჰქონდეს  ქადაგების უფლება იმავე გზით, როგორც მონოპოლიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას?,” ამბობს ის. „ასე რომ, საქმე იმაში არაა თუ რა სახის საგანმანათლებლო პოლიტიკის მომხრე  ვარ ან რა სახის ჯანდაცვის ან სოციალური დახმარება მინდა, არა - საქმე ეხება სერიოზულ საკითხების, რაზეც ჩვენ  ვმსჯელობთ, თავისუფლების საფუძვლებს — ძირითადად თანასწორობასა და საარსებო ძირითად ნივთებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.”

ნებისმიერ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ ის ყოველთვის მზად იყო დინების საწინააღმდეგო მიმართულებით  ეცურა  დაეხმარა მას იმ ტაბუს გადალახვაში,  რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მოღვაწეობა  არ არის ქალისთვის შესაფერისი სფერო. მოგვიანებით, ამან ის პოლიტიკაში მოახვედრა, ყველაფრის მიუხედავად. „ძალიან ხშირად მეკითხებიან, რატომ არ გვხვდებიან ქალები ხშირად ქართულ პოლიტიკაში. სოციალურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვერ შეხვდებით ქალების მიმართ დისკრიმინაციას უმეტეს პროფესიებსა თუ სფეროებში. თუ ტელევიზორს უყურებთ, დაინახავთ რომ პოლიტიკის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების კომენტატორები არიან ქალები. სტატისტიკურად, ქართველ მოსამართლეთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ, რაც სრულიად წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ. ჩვენ მოვიპოვეთ უმრავლესობა ისეთ სექტორებში, როგორებიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები და შესაბამისად ხორციელდება ქალთა პრობლემების ძლიერი ადვოკატირება. ეს კარგი მაგალითებია იმისა რომ ჭკვიანი და პირდაპირი ქალები უნდა იყვნენ როგორც ტრამპლინი, რომელიც მათ პოლიტიკაში მოახვედრებს.  თუმცა  რატომღაც ეს ასე არ ხდება.” 

Khidasheli Geo 3
© Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus

რატომ არიდებენ თავს ქართველი ქალები პოლიტიკის

„ჩემი ახსნა მდგომარეობდა იმაში, რომ ქალები ეძებენ უფრო მეტ გარანტიას ცხოვრებაში, რადგან ამ ქვეყანაში ისინი ზრუნავენ ოჯახებზე და პოლიტიკა არის ძალიან სარისკო საქმე, თქვენ იქ ხართ და ასე თვალის დახამხამებაში უკვე აღარ ხართ” ასკვნის ის. „და თუ თქვენ ხართ სცენის მიღმა, მართლაც რთული იქნება სამუშაოს მოძიება ამის შემდეგ. მაგალითისთვის, როდესაც მე დავტოვე ჩემი, როგორც მინისტრის სამსახური, ბევრი ხალხი მეკითხებოდა რას ვაპირებ ახლა. გეგონებოდა, თითქოს ჩემი ცხოვრება დასრულდა. ეს არის ერთგვარი დამოკიდებულება, რომელსაც იღებთ ისეთი საზოგადოებისგან, რომელშიც  დომინირებს პოსტ-საბჭოთა მენტალიტეტი. ხალხი პოლიტიკას უყურებს, როგორც თამაშის დასასრულს, ვიდრე  ერთ-ერთ სამუშაო ადგილს რომელიც შეიძლება გქონდეთ ცხოვრებაში.”

ასე რომ, ის გახდა  მაგალითი  ადამიანისა, რომელსაც შეუძლია პოლიტიკაში წასვლა,  მისი შესაძლებლობების ფარგლებში სამუშაოს საუკეთესოდ შესრულება და შემდეგ პროდუქტიული ცხოვრების გაგრძელება.  აქტიურ პოლიტიკაში წლების განმავლობაში მოღვაწეობის პერიოდში, იგი ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრობიდან გახდა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე და შემდეგ  დადგა მისი პოლიტიკური ცხოვრების კულმინაციაც – იგი გახდა საქართველოს პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი. „ეს იყო შეცდომა, რომელსაც ისინი აღარ გაიმეორებდნენ,” იცინის ხიდაშელი, როდესაც ის საუბრობს მისი დანიშვნის შესახებ. იმ დროს, ეს იყო  პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ „ქართული ოცნების" სახელით გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც უფრო მეტად კოალიციის შენარჩუნება სურდა ხიდაშელის რესპუბლიკურ პარტიასთან, ვიდრე ქართული პროგრესულობის თაობაზე განაცხადის გაკეთება.

Khidasheli Geo 4
© Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus

„დიახ, ყველა აღტაცებულია, რომ რეგიონში პირველი ქალი  თავდაცვის მინისტრი გვეყოლება, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში არამედ  მთელი ყოფილი სსრკ-ს მასშტაბით  გარდა ბალტიის ქვეყნებისა. ჩემი, როგორც ქალის საკითხი წამოჭრეს, მაგრამ ეს იყო მეორეხარისხოვანი. უპირველესი იყო პოლიტიკა რომელსაც მე ყოველთვის მივდევდი,”  ამბობს ის შეძახილით. მისი წამყვანი პროდასავლური, პრო-ნატო პოლიტიკოსის იმიჯი უნარჩუნებდა მას სამსახურს, ვინაიდან 2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს სურდა პრო დასავლური პარტნიორებისთვის და მისი შიდა აუდიტორიისთვის   ძლიერი გზავნილის გაგზავნა იმ გეზსა და მიმართულებებზე რომლებსაც  ქვეყანა მისდევდა.

საჯარო ცხოვრების ბინძური მხარე (როგორც ქალი)

აქ მთავრდება ამბის სასიამოვნო ნაწილიც. „მე ვამბობ, რომ ამ მთავრობის მიერ ჩემი დანიშვნა დიდი შეცდომა იყო იმიტომ, რომ მათ არ იციან, რა არის ნატო და კიდევ უფრო ნაკლებად ესმით ის თუ, რატომ უნდა გაძლიერდეს ქალი საჯარო საქმეებში,” იხსენებს ხიდაშელი. თანამდებობაზე დანიშვნამ მის წინააღმდეგ საზოგადოების მხრიდან თავდასხმის ტალღა გამოიწვია, იმ მიზეზებზე დაყრდნობით რის დაცვასაც ის თავისი სამართლებრივი კარიერის განმავლობაში ახორციელებდა. „როდესაც თავდაცვის მინისტრი გავხდი, პირველი კარგად დაგეგმილი და სისტემატური თავდასხმა ჩემზე განხორციელდა იმ მიზეზით, რომ მე ჰომოსექსუალები ჯარში მივიყვანე,” ამბობს ის. ასევე იხსენებს მომენტებს, როდესაც მას  ერთდროულად „ბრალი დასდეს" რომ ის იყო ებრაელი, ებრაულ-უნგრელი ფინანსისტისა და ფილანტროპის  ჯორჯ სოროსის აგენტი, იეჰოვას მოწმე და სატანისტი („იმიტომ, რომ მე მხარს ვუჭერ გეი ქორწინებას,” აღნიშნავს ის) რომელსაც თურმე ქართველი ბავშვების გარყვნა სურდა.

ხიდაშელი იცინოდა   მისი  მორალურად გატეხვის ყველა მცდელობაზე, იმიტომ, რადგან მას ჰქონდა მტკიცე რწმენა, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი პრობლემა რომლის წინაშეც იგი დადგა, როგორც მაღალი პოზიციის მქონე ქალი. „როდესაც თავდაცვის მინისტრი ვიყავი, ერთადერთი კომენტარი რომელიც ჩემ მიმართ მესმოდა, უკავშირდებოდა ჩემი საყურეების ზომას და რა სახის ტუჩსაცხს ვხმარობდი. სასაცილო იყო, მაგრამ ჩემთვის ეს არ წარმოადგენდა პრობლემას - მე არ გავმხდარვარ თავდაცვის მინისტრი პირდაპირ სკოლის დამთავრების შემდეგ,  ან იმიტომ, რომ მამაჩემმა დამნიშნა. მე, ამ ქვეყანაში ყველაზე ძლიერი მამაკაცების წინააღმდეგ კამერების წინ ვიბრძოდი, ასე რომ, მე ნამდვილად არ მაინტერესებს, რას ამბობდნენ ჩემზე. მაგრამ ფსიქოლოგიურად, ეს გაზიანებს ადამიანს და გიჩნდება კითხვა — ნუთუ არაფერი გაქვთ საკითხავი იმ პოლიტიკების შესახებ რასაც მე ვახორციელებ, ბიუჯეტის შესახებ რომელსაც  ვხარჯავ, იმ პროექტების შესახებ რასაც მე  ვამტკიცებ?”

Khidasheli Geo 5
© Friedrich naumann Foundation for Freedom South Caucaus

ამგვარი „დახვეწილი“ მიზოგინია, მისი რწმენით, ხდება მხოლოდ იმიტომ რომ იგი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. ამავე დროს, მას მიაჩნია, რომ ასეთი დამოკიდებულების გაძლების უნარი, ალბათ ერთადერთი ძალაა, რომელიც ქალ პოლიტიკოსებს გააჩნიათ და მამაკაცებს არა – რადგან მათ არ სჭირდებათ აღნიშნულის ატანა. „ჩემს ცხოვრებაში არასდროს მსმენია, მინიმუმ ამ ქვეყანაში მაინც, ვინმეს ეთქვას მამაკაც პოლიტიკოსზე — „ნახეთ რა აცვია" ან „როგორ გამოიყურება“. როდესაც საქმე ქალებს ეხება, პირველი რეაქციები პირადულია ხოლმე.” ისინი, ვინც მის მსგავსად შეძლებს ამ დამოკიდებულების  მართვას, გახდება  ბევრად უფრო მოქნილი, ამბობს ის.

თანასწორობის რწმენა ყოველთვის უპირატესია

მეორე მხრივ, არ გადაამეტებს, თუ იტყვის, რომ არსებობს რაღაც შინაგანად განსხვავებული კარგ მამაკაც  და ქალ პოლიტიკოსებს შორის. „არ მჯერა, რომ ძლიერი, კვალიფიციური, შეგნების მქონე ხელმძღვანელობა დამოკიდებულია სქესზე. ვფიქრობ, რომ ეს გამომდინარეობს პიროვნების პატიოსნებიდან და პროფესიონალიზმიდან,” აცხადებს ხიდაშელი.  იგი  პირადად მუშაობდა ქართველი ქალების საჯარო ცხოვრებაში უფრო აქტიური მონაწილეობის წახალისების მიზნით („ათიდან ცხრა ქალს რომელსაც ტელევიზორში ხედავთ დღეს, ჩემი სახელი უწერიათ  მათ რეზიუმეებში, მათ პირველ სამუშაო ადგილთან დაკავშირებით", - ამბობს ის). მაგრამ ის უპირობოდ არ იზიარებს იმ  რწმენას, რომ ქალები უკეთესები  არიან სამსახურში, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი  ქალები არიან. „მე ვიცი, რომ მნიშვნელოვანია [ქალების წახალისება პოლიტიკაში გაწევრიანებისკენ], ყოველდღე ვაკეთებ ამას, მაგრამ ამავდროულად, არ მჯერა, რომ თანამდებობაზე უნდა მივიღოთ ადამიანი და გვქონდეს დამოკიდებულება, რომ მხოლოდ იმიტომ რომ ის ქალია, სამუშაოს უკეთესად გააკეთებს, თუ მხოლოდ შესაძლებლობა მიეცემა, ეს ასე არ არის.”

ამიტომაც აქვს ხიდაშელს უფრო დაწვრილებითი ხედვა ქვეყნის პარლამენტის მცდელობაზე შექმნას კვოტები ქალი წარმომადგენლებისთვის, და ის რომ ახლა დეპუტატი იყოს, იგი სავარაუდოდ მხარს დაუჭერდა  ქალების 25%-იანი კვოტის სისტემას, თითოეული პარტიის კანდიდატთა სიაში, მაგრამ მხოლოდ დროებითი ზომის სახით. იმიტომ, რომ  პოლიტიკის კულტურა უნდა შეიცვალოს, და არა მხოლოდ რაოდენობა.

Khidasheli Geo 6
© Friedrich naumann Foundation for Freedom South Caucasus

მაშ, როგორ გრძნობდა ის თავს თავდაცვის სისტემაში ყოფნის დროს მამაკაცების სფეროში? მიუღებლად, აუტსაიდერად? საერთოდ არა. „მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ქართული საზოგადოების ყველაზე პროგრესული ნაწილი სამხედრო ნაწილი იყო იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ  მათი პროფესია  ბევრ მოგზაურობას უკავშირდება. მათ ძალიან ბევრი უნახავთ, იბრძოდნენ მხარდამხარ ავღანეთსა და ერაყში ქალ ჯარისკაცებთან ერთად. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად მათთვის არის ეს ერთგვარი ჩვეულებრივი საქმიანობა. ისინი ყოფილან ისეთ სიტუაციებში, სადაც ქალებს მათი სიცოცხლე გადაურჩენიათ, ისინი ყოფილან სიტუაციაში, სადაც ქალებს განსაკუთრებული სიმამაცე გამოუვლენიათ. და მათთვის ეს, აბსოლუტურად ნორმალურია.”

მისი როგორც მებრძოლის საზოგადოებრივი იმიჯი მას დამატებით დაეხმარა. „მე ვიყავი ადამიანის უფლებათა დაცვის ადვოკატი, ვიბრძოდი ნაწამებ  მსჯავრდებულთა უფლებებისთვის, პოლიციის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ და ყოველ წუთას ვაკეთებდი რაღაც დოზით მამაკაცურ საქმეს.  ქუჩაში პოლიციელებს ვებრძოდი, ვიბრძოდი ჩემი ბრალდებულებისთვის სასამართლოში, ასე რომ, მე ჯარისკაცი გავხდი მათთვის,” გვიზიარებს ის. ჯარმა,  აცხადებს ის, იცოდა რომ მასში იპოვიდნენ იმას, ვინც მათ  ზურგს გაუმაგრებდა.

რას შეეხება იმას ვინც მას უმაგრებდა ზურგს, ხიდაშელისთვის ეს ცალსახაა – მისი ქმარი, ასევე იურისტი და პოლიტიკოსი, და ორი ვაჟი. „ჩემმა ოჯახმა, ჩემთვის შესაძლებელი გახადა გავმხდარიყავი ის ვინც ვარ,” ამბობს ის. მარტივი პრინციპი რასაც  მისდევენ გახლავთ ის, რომ  უნდა იყვნენ ბედნიერნი იმით, რასაც აკეთებენ, იქნება ეს  მათი პირადი თუ პროფესიული ცხოვრება.

„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერაფერმა მოახერხა ჩემი ოჯახის დანგრევა  არის ის, რომ ყოველთვის ვაკეთებდით იმას, რაც გვაბედნიერებდა, მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა, რასაც ვუძლებდით  ჩვენი საჯარო  ცხოვრების გამო.”

 

იხილეთ მეტი ისტორიები ქალთა გაძლიერების შესახებ #FemaleForwardInternational-თან ერთად.