DE

#FemaleForwardInternational
პრინციპული დიპლომატი

გაიცანით მაია ფანჯიკიძე საქართველოდან
Maia Panjikidze #FemaleForward

მაია ფანჯიკიძეს, პირველ ქალ ქართველ უცხოელ ატაშეს, ყოველთვის უყვარდა თავისი პროფესია, მაგრამ არასდროს შეუშინებია მის დატოვებას, როდესაც გარკვეული მოთხოვნები ემიჯნებოდნენ მის შინაგან მრწამსს.

2010 წელს მაია ფანჯიკიძემ დატოვა თანამდებობა, როგორც ნიდერლანდებში, საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა. მთავრობის შიდა პოლიტიკასთან არსებულიუთანხმოების გამო. იგი დაუბრუნდა მის თავდაპირველ პროფესიას - გერმანული ენისა და ლიტერატურის სწავლებას უმაღლესი სკოლისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის – და ვერასდროს წარმოიდგენდა თუ იგი ოდესმე, კვლავ შეუერთდებოდა დიპლომატიური კორპუსის რიგებს.

თუმცა ის მაინც შეუერთდა - სულ რაღაც ორი წლის შემდეგ – რაც მაშინ, მისი ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლის ბილეთს ჰგავდა, კოალიციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". „საქართველოში ახალი ეპოქა დაიწყო და ყველას უნდოდა იმ ახალი ტალღის ნაწილი გამხდარიყო, რომელმაც ქვეყანას ახალი პერსპექტივა და ახალი შესაძლებლობები შესთავაზა,” ამბობს ის. მოვლენების ქარცეცხლში, ფანჯიკიძე კოალიციის პრეს-სპიკერი გახდა, შემდეგ დეპუტატი, როდესაც არჩევნები მოიგეს და ამის შემდეგ მალევე, საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისი პირველი ვიზიტები, როგორც ეს ხდება ხოლმე, სიმბოლურად დაიჯავშნა: ბრიუსელში, შემდეგ ბერლინში, შემდეგ ვაშინგტონში. ყველგან სადაც წავიდა, ის ძველი მეგობრები და ნაცნობები შეხვდნენ, რომლებსაც ბერლინსა და ჰააგაში საელჩო საქმიანობის დროს იცნობდა. მათ შორის იყო შტეფან ფულე, ჩეხი წარმატებული დიპლომატი და იმ დროისთვის ევროკავშირის გაფართოების კომისარი, რომელსაც სურდა დარწმუნებულიყო, რომ კავკასიური ქვეყანა კვლავ ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე იდგა.

„მე მას ვუთხარი: შტეფან, სანამ მე საქართველოს მთავრობაში ვარ, დარწმუნებული იყავი, რომ ევროპული გზით ვივლით. მაგრამ თუ ხელისუფლებას დავტოვებ, არ შემიძლია დარწმუნებული ვიყო, რომ იგივე გზაზე დავრჩებით,” იხსენებს ფანჯიკიძე. ორი წლის შემდეგ, როდესაც მან დააანონსა საკუთარი გადადგომა, პირველი ზარი, რომელიც მან მიიღო იყო ფულესგან: „ძვირფასო მაია, რა ხდება, კვლავ ევროპის გზას ადგახართ?”, იკითხა მან. და მე კი ვუპასუხე, სამწუხაროდ, აღარ ვარ ამაში დარწმუნებული.”

Maia Panjikidze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

ევრო-ატლანტიკური გულით

მაია ფანჯიკიძისთვის, რომელიც ამაყობს იმით რომ არა მხოლოდ საქართველოს პირველი ქალი დიპლომატია, მაგრამ ასევე ქვეყნის საგარეო სამსახურის ყველაზე ადრეული წევრი, მიმართულება ყოველთვის იყო ევროპა. ეს სიმართლე იყო მანამდეც, სანამ დიპლომატი გახდებოდა და იდეის ერთგული რჩება დღემდე, მაშინაც, როდესაც მისი საზოგადოების ევროპული ინტეგრაციისთვის მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ის დიპლომატიის წინახაზზე არ დგას. „მე ვარ უნივერსიტეტის პროფესორი და ვმუშაობ ჩემი პირველადი პროფესიით, რომელიც გახლავთ ფილოლოგია. ვასწავლი სტუდენტებს, თუ როგორ უნდა მოახდინონ მსოფლიო ლიტერატურის ტექსტების ინტერპრეტაცია,” ამბობს ის, და ამატებს რომ ეს გახლავთ პრაქტიკულად მისი ძველი საქმიანობის გაგრძელება. „მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩემს თავს ვხედავდი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის საქმის კეთებაში, ისე რომ თან ახალგაზრდა ქართველებს უცხოური ლიტერატურის გაცნობის შანსს ვაძლევდი და ასევე ვთავაზობდი იდეებს ამ საქმეში საკუთარი წვლილის შეტანისთვის.”

ამ გზას დიდი ხნის წინ დაადგა, მანამ სანამ საერთოდ გავიგებდით „ევროინტეგრაციის" როგორც კონცეფციის რეალურად არსებობის შესახებ. 70-იანი წლების ბოლოს, სახელმწიფო სოციალიზმის მოწიფულ წლებში, 18 წლის ფანჯიკიძე გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, იენში ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში ფილოლოგიის შესასწავლად წავიდა. შემდეგ, თბილისში დაბრუნდა და დაიწყო ენის მასწავლებლად მუშაობა დედაქალაქის გერმანულ სკოლაში.

მაგრამ მისი კარიერული გზა 1994 წელს მოულოდნელად შეიცვალა, როდესაც ახლად ჩამოყალიბებულ ქართულ რესპუბლიკას, რომელსაც საბჭოთა კავშირის ციებ-ცხელება ახალმოხდილი ჰქონდა, პირველად დასჭირდა საზღვარგარეთთან ურთიერთობების დამყარება. „პირველი საელჩო, რომელიც საქართველომ ევროპაში გახსნა იყო ბონში. წარმოიდგინეთ - ეს იყო 1994 წელი, საქართველო იყო ძალიან ახალგაზრდა დამოუკიდებელი ქვეყანა და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვყავდა დიპლომატები – იმიტომ, რომ საბჭოთა პერიოდში არ გვჭირდებოდა ისინი,” იხსენებს ფანჯიკიძე .

როგორც ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა გერმანიაში და ძალიან კარგად იცოდა გერმანული ენა, სრულიად მოულოდნელად გახდა პირველი ქართველი ქალი დიპლომატი. „ჩვენ მხოლოდ ერთი საელჩო გვქონდა - აშშ-ში, მხოლოდ დასაქმებული მამაკაცებით და შემდეგი იყო გერმანული, სადაც ერთადერთი ქალი ვიყავი მე.”

Maia Panjikidze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

მეორე კარიერა, როგორც პირველის გაგრძელება

დიპლომატად გადაკვალიფიცირებული მასწავლებელი მოულოდნელად აღმოჩნდა უცნობ სამყაროში სადაც მას და მის კოლეგებს ნოლიდან ერთად უნდა აეწყოთ თავსატეხი, ბევრი მომზადების ან იმის ცოდნის გარეშე თუ რა უნდა გაეკეთებინათ. „წავედით ბონში, ისე რომ არაფერი ვიცოდით და ეს იყო საქმის კეთებით სწავლის პროცესი,” ამბობს ფანჯიკიძე და ღიმილით დასძენს: „ჩვენ პიონერები ვიყავით.”

ასეთ სიტუაციაში, მისი ახალგაზრდობა, სქესი და გამოცდილების არარსებობა არ ნიშნავდა ბევრს, რადგანაც საქმე იყო გასაკეთებელი: „ჩემი ამოცანა, როგორც გერმანული ენის პროფესიონალური განათლების მქონე ერთადერთი ადამიანისა, იყო ყველაფერი რაც ამ ენას უკავშირდებოდა – წერა, საუბარი, თარგმნა. ეს იყო საოცარი, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ეს სრულიად განსხვავებული სიტუაცია და გამოცდილება გახლდათ.”

საქმის დასაწყებად ქართველებს არ გაგვაჩნდა ბევრი რამ – არ იყო საელჩოს შენობა, საბანკო ანგარიში და არ იყო მანქანა, მუშაობა და ცხოვრება სასტუმროში გვიწევდა. „ბევრი რამ იყო ძალიან სასაცილო. გამოცდილების არ მქონე ახალგაზრდები ბონში საელჩოს გასახსნელად ჩამოვიდნენ. მაგრამ ეს იყო საოცარი, ძალიან კარგი დრო ჩვენს ცხოვრებაში, და ჩვენ ყველანი გავხდით ცხოვრებისეული მეგობრები,” იხსენებს ის.

ამას მოჰყვა მისი ქვეყნისთვის ათწლიანი დიპლომატიური სამსახური, საქართველოს საელჩოდან გერმანიის საელჩოში თანამდებობრივ კიბეებზე აღმასვლა (რომელიც ბერლინში გადავიდა, როდესაც ეს ქალაქი გახდა გაერთიანებული გერმანული სახელმწიფოს დედაქალაქი). პროდასავლური (სავარაუდოდ) „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ფანჯიკიძე საქართველოში დაბრუნდა და გახდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და შემდეგ დაბრუნდა უკან ბერლინში – სადაც საელჩოს ხელმძღვანელობდა 2004 და 2007 წლებში. შემდეგ ის ჰააგაში ელჩად დაინიშნა, სადაც ის 2010 წლამდე დარჩა და სადაც ფიქრობდა, რომ მის მეორე კარიერას სამუდამოდ ტოვებდა.

Maia Panjikidze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

ორსახოვანი საშინაო პოლიტიკა

„2010 წელს მე გამათავისუფლეს ჰოლანდიის ელჩის თანამდებობიდან პოლიტიკური მიზეზების გამო –არ დავეთანხმე მთავრობის შიდა პოლიტიკას. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ დიპლომატია არ არის პოლიტიკა, ისინი სხვადასხვა სფეროებია, მაგრამ ერთის მეორისგან სრულებით გამოყოფა არასოდეს გამოვა ,” ამატებს ის.

იმის გასაგებად თუ რას გულისხმობს ის, ფანჯიკიძეს მოჰყავს მაგალითი. „ვიღაცამ, ვინც არაფერი არ იცის საქართველოს შესახებ უნდა იცოდეს, რომ ქვეყანა საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, რუსეთი კვლავ ფიქრობს მასზე, როგორც თავის გავლენის სფეროზე. ეს პატარა საქართველო ცდილობს ევროპაში და ამერიკაში მეგობრების პოვნას დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გაძლიერების მიზნით. მაგრამ რუსეთს არ სურს ამის დაშვება. მას ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს, 2008 წელს ომი გვქონდა და რა თქმა უნდა, მოსკოვს არ სურს ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველოს გამოჩენა. ყოველ დღე გვიწევს ამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ერთადერთი გზა, რითაც შესაძლებელია აღნიშნულის მიღწევა ეს ევროპასა და ამერიკაში ბევრი მეგობრის ყოლაა და ქვეყნისა და მისი დემოკრატიის გაძლიერება,” ამბობს ის.

მისთვის ცხადი გახდა, რომ სააკაშვილის მთავრობამ 2010 წლიდან და შემდგომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 2014 წლიდან გადაუხვია თავიანთი უპირველესი და ძირითადი მიზნიდან. „აქ საქართველოში, მხოლოდ განცხადებებს მოისმენ – „ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი, გვინდა ვიყოთ ნატოს ნაწილი, ევროკავშირში შესვლაზე 2024 წელს განაცხადს შევიტანთ.” როდესაც აკეთებ მსგავს განცხადებას, საშინაო დავალებებს ძალიან, ძალიან კარგად უნდა ასრულებდეთ. საუბარი იმაზე, რომ ეს არის ჩვენი პრიორიტეტები და პარალელურად კი საპირისპიროს კეთება იყო ძალიან ძნელი ასახსნელი ჩვენი უცხოელი კოლეგებისთვის,” ამბობს ფანჯიკიძე. კონკრეტული საკითხი, რამაც 2014 წელს მისი გადადგომა გამოიწვია იყო, სამხედრო შესყიდვის არასწორად განხორციელება – რამაც გამოავლინა ღრმა ბზარი კოალიცია „ქართული ოცნების" ფარგლებში ქვეყნის გარე ორიენტაციასთან მიმართებით. „ამ დროს თავდაცვის მინისტრი საფრანგეთში იმყოფებოდა თავდაცვის სისტემებზე ხელის მოსაწერად, მაგრამ ბოლო წუთს, მასთან პრემიერ-მინისტრის ზარი შემოვიდა, რომელმაც უბრძანა უკან დაბრუნებულიყო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გარეშე. თავდაცვის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს შორის კონფლიქტის გამო, ეს უკანასკნელი გაათავისუფლეს და ეს იყო მიზეზი თუ რატომაც გადადგა პარლამენტში პრო-ევროპული წრის ფრაქცია,” ამბობს ის. იგი ასკვნის, რომ: „ეს იყო რუსული და ევროპული გავლენის სფეროების ბრძოლა. ნორმალური იყო, რომ ჩვენ გვინდოდა ყველა გაგვეფრთხილებინა მოსალოდნელის თაობაზე.”

Maia Panjikidze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

პრო-ევროპული კონსენსუსის დაცემა

ინციდენტი, რომელმაც ფანჯიკიძის მოთმინების ფიალა აავსო, საქართველოსთვისაც პოლიტიკური ქვაკუთხედი აღმოჩნდა. ერთმანეთის მიყოლებით, პარტიებმა, რომლებიც იყვნენ პრო-ევროპული და ლიბერალური დატოვეს კოალიცია „ქართული ოცნება". როგორც თავისუფლების სახლი წერდა თავისუფლების მსოფლიო ანგარიშში, „დემოკრატიულმა პროგრესმა ბოლო წლებში სტაგნაცია განიცადა. ოლიგარქმა მოთამაშეებმა მოიპოვეს ზეგავლენა პოლიტიკაზე და პოლიტიკურ არჩევანზე, კანონის უზენაესობა პოლიტიკური ინტერესების მიხედვით იმართება.” გასული წლის ოქტომბრიდან, ქვეყანა, პრაქტიკულად მოქმედი პარლამენტის გარეშე მუშაობდა, რადგან ოპოზიციამ ახალი არჩევნები მოითხოვა, რითიც 2020 წლის გაყალბებულად გამოაცხადა. ორი მხარე ცოტა ხნის წინ შეთანხმდა ცეცხლის შეწყვეტაზე , ევროკავშირი-აშშ-ს შუამავლობის შემდეგ აპრილის ბოლოს.

„დღეს, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მათ უფრო ყურადღებით უნდა მოესმინათ ის სიტყვები რაც ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რადგან ყველა პრობლემა რასაც დღეს ვხედავთ 2014 წელს დაიწყო. არა იმიტომ, რომ ჩვენ პირადად დავტოვეთ საქართველოს მთავრობა, არამედ იმის გამო, რაც ჩვენ მაშინ შევნიშნეთ,” აღნიშნავს ფანჯიკიძე. ეს ცვლილება მას ხელს უშლის დიპლომატიური კარიერის მიმართ ნოსტალგიურად იყოს განწყობილი. „თუ არ გჯერა იმის რაც ქვეყანაში ხდება, მაშინ ვერ მოახერხებ კარგი საგარეო პოლიტიკის გატარებას, ვერ იქნები კომფორტულად უცხოელი კოლეგების წინაშე აღნიშნულის ლობირებით,” ამბობს დიპლომატი. „მე ვერ მივიღებ იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვჭირდება ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მედიაცია იმისთვის, რომ დავსხდეთ ერთი და იმავე მაგიდასთან, ჩვენს ქართულ პრობლემებსა და პარლამენტის მუშაობის ბოიკოტზე სასაუბროდ. არ მესმის ნორმალური პოლიტიკური პროცესის ქონის უუნარობა, ვერ მივიღებ და ვერ წარმომიდგენია საგარეო საქმეების განხილვა, იმის მხარდაჭერა რაც ახლა ხდება. არ მჯერა, რომ ჩვენ სწორ საქმეს ვაკეთებთ,” ასრულებს იგი.

მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც ხედავს გვირაბის ბოლოს სინათლეს– და ეს დაკავშირებულია ევროატლანტიკურ ღირებულებებთან, რომლის ერთგულიც ის რჩება. „პარტიებით, რომლებიც მხოლოდ დასავლურ შუამავლობას იღებენ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში ყველა აღიარებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი მეგობრები. დასავლეთის ეს დადებითი გავლენა პოლიტიკურ პროცესზე აჩვენებს ხალხს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა და როგორღაც დაარწმუნებს მათ ევროინტეგრაციის აუცილებლობაში. როდესაც ხალხი ირწმუნებს, რომ ეს არის სწორი გზა, ეს ძალიან ძლიერი ფაქტორი იქნება პოლიტიკაში,” ამბობს ფანჯიკიძე.

Maia Panjikidze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

იღბლის აღიარება

საინტერესოა ის რომ, მიუხედავად ქართულ დიპლომატიაში ქალთა როლის პრაქტიკულად გაფართოებისა, ფანჯიკიძე გენდერული გაძლიერების შესახებ ცოტას საუბრობს. იგი გულწრფელად ამბობს, რომ: „ბევრი მამაცი ქალია, რომელიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვის. და მე არ ვარ მათ შორის, არ ვარ თანასწორობისთვის აქტიური მებრძოლი, მაგრამ შემიძლია ვიყო მაგალითი იმისა, რომ თუ გამოიყენებ იმ შანსს რასაც ცხოვრება გაძლევს და გაგაჩნია ძლიერი სურვილი, ყველაფრის მიღწევას შეძლებ.”

დიპლომატი არ უნდა მოერიდოს იმ იღბალზე საუბარს, რომელიც გზად შეხვდა. „მე ყოველთვის ვამბობდი, ძალიან იღბლიანი ვიყავი ცხოვრებაში. მომეცა შანსი 18 წლის ასაკში გერმანიაში სასწავლად წავსულიყავი. სწორედ აქ მივიღე ფუნდამენტური განათლება, რომელმაც გავლენა იქონია ჩემს პროფესიაზე. გამიმართლა იმით, რომ მყავდა ძალიან კარგი მშობლები რომლებმაც მომცეს ყველაფერი, რაც მათ შეეძლოთ და ძალიან კარგი განათლება. განათლება ფუნდამენტურია ცხოვრებაში სხვა ყველა დანარჩენთან შედარებით. ყოველთვის ამას ვეუბნები ახალგაზრდა ქალებს: შეეცადეთ მიიღოთ კარგი განათლება და თავისუფალი იქნებით, და თუ თავისუფალი ხარ, მაშინ შეგიძლია საგნების გადაადგილება. მინიმუმ ერთი რამის კარგად ცოდნა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.”

შეგრძნება იმისა, რომ არ განსხვავდებოდა მამრობითი სქესის კოლეგებისგან მისი დიპლომატიური მოღვაწეობის წლების მანძილზე სულ თან დაჰყვებოდა. „მე ვერ ვხედავ განსხვავებას მამაკაცებსა და ქალებს შორის. არ შემიძლია გითხრათ თუ რატომ, იქნებ იმიტომ, რომ მე ვიყავი პრივილეგირებული და ძალიან ცნობილი მშობლები მყავდა საბჭოთა პერიოდში, მაგრამ არასოდეს მიფიქრია რომ რაღაც მივიღე ან რაღაც ვერ მივიღე მხოლოდ იმიტომ რომ მე ქალი ვარ.” იგი ეთანხმება იმ აზრს, რომ მართლაც უფრო ნაკლები ქალები არიან მისი ქვეყანის საგარეო სამსახურის მაღალ თანამდებობებზე, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველომ რამდენიმე ქალი მინისტრი წარმოადგინა, რომელთა უმრავლესობაც ძალიან კარგად არის ცნობილი და პატივცემული პიროვნებაა.

Maia Panjikidze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

საინტერესოა ის რომ, ეს იყო ასაკი, როცა მან თავის დიპლომატიური კარიერა და მოგვიანებით მინისტრის კარიერა დაიწყო და ფანჯიკიძისთვის ეს უფრო საინტერესო იყო ვიდრე სქესის საკითხი. როდესაც 1994 წელს გერმანიაში გაემგზავრა მის ორ ვაჟთან ერთად, ოჯახისთვის კურთხევა აღმოჩნდა. „ძალიან რთული დრო იდგა ჩვენი ქვეყნისთვის, და ბევრი ადამიანი ჩაბარდა ევროპას ეკონომიკური ლტოლვილების სახით. პირობები იყო საშინელი, ელექტროენერგია არ იყო, სიბნელეში სიარული საშიში იყო. ჩვენთვის შესაძლებლობა გამოჩნდა გვეცხოვრა გერმანიაში კარგი პირობებით,” იხსენებს ის. იგი გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი 52 წლის ასაკში, და ამას აღწერს როგორც „მინისტრობისთვის ყველაზე ლამაზ ასაკს.” „უკვე გამოცდილი ხართ ისე რომ შეგიძლია სირთულეებს გაუმკლავდე, კარგსაც და ცუდსაც, და არასოდეს გააკეთებ იმას რასაც 25 წლის ასაკში გააკეთებდი,” ეღიმება მას.

პოლიტიკოსთა უმრავლესობის მსგავსად, ფანჯიკიძე მიუკერძოებელი იყო და იწვნია თავისი წილი საზოგადოებრივი თავდასხმები თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. მაგრამ მას უკან არ დაუხევია, იმიტომ, რომ მან იცოდა, რისთვისაც მუშაობდა და მას ჰქონდა თავდაჯერებულობა რომ არ დაეყარა ფარ-ხმალი. „თუ ოდესმე გყოლიათ მინიმუმ რამდენიმე ადამიანი მაინც, რომელიც მიხვდა რომ თქვენი მისია იყო მთელი გულითა და ენერგიით მუშაობა, მაშინ ეს საკმარისია. თქვენ არ გჭირდებათ საყოველთაო საჯარო აღიარება; კინოფილმის ვარსკვლავი არ ხარ’’ – არაა საჭირო დიდი აუდიტორია იმისთვის რომ დარწმუნდე, რაღაც გაგიკეთებია შენი ქვეყნისთვის,” ამბობს ის.

Maia Panjikidze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

დღეს, ფანჯიკიძემ დიპლომატიის ლიმიტი ამოწურა და საჯარო პერსონის ფიგურა წარსულში მოიტოვა. იგი დაუბრუნდა თავის თავდაპირველ პროფესიას - ფილოლოგიას, მთარგმნელობით საქმიანობას და პედაგოგობას, რასაც იგი აღმერთებს. ცოტა ხნის წინ, მან თარგმნა ავსტრიელი მწერლის პეტერ ჰანდკეს “მორავიული ღამე” და ასევე ხელმძღვანელობდა ჟიურის ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების ლიტერატურის პრიზის მინიჭების დროს, რომელიც გაიმართა გერმანიის საელჩოს სპონსორობით თბილისში. გრძნობს კი თავს კომფორტულად ამის კეთებისას? დიახ, როგორც ჩანს, მას უხარია ეს ახლადმოპოვებული თავისუფლება: „ძალიან კარგი გრძნობაა, გულწრფელად ვიტყვი, იმიტომ, რომ ლიტერატურის მეშვეობით შეგიძლია გამოხატო ბევრი რამ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უცხოურ და ქართველ ავტორებს აერთიანებ. მჯერა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება ლოგიკურია და ჩემთვისაც დადგა სხვა რაღაცეების კეთების დრო. შეგიძლიათ იბრძოლოთ იმისთვის, რისიც გჯერათ სხვადასხვა გზების გამოყენებით.”