ძალადობის დღიური
ზვიად რატიანის ისტორია

ისტორიის წასაკითხად გადადით ბმულზე
ზვიად რატიანი, გამოჩენილი ქართველი პოეტი და მთარგმნელი, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობის ანტი-ავროპული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ გამართული მშვიდობიანი პროტესტის დროს დააკავეს. დაკავების შემდეგ ის გახდა პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის და სამართლებრივი უსამართლობის მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებისა და პატიმრობის დროს მიყენებული დაზიანებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი იყო, სასამართლომ პოლიციის ერთი თანამშრომლის დაუდასტურებელ ჩვენებაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება და უარი განაცხადა ვიდეომტკიცებულებების გათვალისწინებაზე.
ეს ისტორია თავისი არსით იმიტომაა მნიშვნელოვანი, რადგან ნათელს ფენს სისტემურ პრობლემებს სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლო სისტემაში. იგი ხაზს უსვამს იმ სირთულეებს, რომლებსაც აწყდებიან პროტესტის მონაწილეები და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები.