ALDE კონგრესი
ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) ორი ქართული ლიბერალური პარტია შეუერთდა

ALDE Party congress

Liberal parties of South Caucasus meeting Karl-Heinz Paqué, Chairman of the Board of the Friedrich Naumann Foundation for Freedom at ALDE Party Congress in Dublin.

© FNF South Caucasus

ვულოცავთ ლიბერალური პლატფორმის წევრებს და ჩვენს მეგობრებს  გირჩი - მეტი თავისუფლება და ლელო საქართველოსთვის  ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) წევრობას და ვუსურვებთ მათ წარმატებებს!

გუშინ, ALDE-ს კონგრესზე ქალაქ დუბლინში "გირჩი - მეტ თავისუფლებას" მიენიჭა აფილირებული წევრის სტატუსი და "ლელო საქართველოსთვის" მიენიჭა სრული წევრის სტატუსი.

ალდეს ორგანიზაცია შეიქმნა 1976 წელს და მას მერე ევროპულ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს. ორგანიზაციის მთავარი შინაარსია - თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვა.  ევროპის მასშტაბით 70 პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული და ათასობით ინდივიდუალური პირი.