DE

#FemaleForwardInternational
გაიცანით ნინო ბოლქვაძე საქართველოდან

მსოფლიოს შეცვლა ერთი ბრძოლით
Nino Bolkvadze

ნინო ბოლქვაძისთვის, რომელიც გახლავთ ადვოკატი, LGBTI აქტივისტი და პირველი, ღიად ლესბოსელი ადამიანი, რომელმაც საქართველოში თანამდებობა დაიკავა, ცისარტყელას დროშის მნიშვნელობა – ფერადი და სიხარულით სავსე ცხოვრება -  ცხადი გახდა მაშინ, როდესაც მან 2015 წელს საქართველოს ეროვნულ ტელევიზიაში საჯაროდ განაცხადა ორიენტაციის თაობაზე. ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ბოლქვაძე აღწერს არა როგორც შურისძიებას ადგილობრივი სოციალური სისტემის წინააღმდეგ, მაგრამ როგორც რევანშს, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. იზრდებოდა ქალაქსა და სოფელს შორის, დაქორწინდა 16 წლის ასაკში და ახლა წარმატებული იურისტია ორი მოზარდი ბავშვით, ნინოს 20 წელი დასჭირდა საკუთარი თავის მისაღებად.

Nino Bolkvadze profile

დედაქალაქ თბილისსა და ქართული სოფლის წიაღში გაზრდილი, ნინოს ბავშვობა გადაჯაჭვულია დემოკრატიულ ქვეყნად მღელვარე გარდასახვასთან. მან ბავშვობაშივე იპოვა თავშესაფარი წიგნებში, ისტორიებში, და ლიტერატურა კვლავ გავლენას ახდენს მის შემოქმედებით საქმიანობაზე.  ხშირად უგრძვნია სხვების გადარჩენის სურვილი, მათ შორის მამამისის, რომელიც ძლიერ შეცვალა საბჭოთა სასჯელაღსრულების სისტემამ.

მაგრამ ნინოს ჯერ საკუთარი ბრძოლების გადატანა მოუწია. 15 წლის ასაკში მას პირველად ეწვია სიყვარული - კლასში ახლადგადმოსული გოგონა შეუყვარდა. მოხდა სკანდალი. გოგონას მშობლებმა შეიტყვეს და ის ახალ სკოლაში გადაიყვანეს, ხოლო ნინოს სკოლების შეცვლა მოუწია. იგი დაქორწინდა ადრეულად, უარი თქვა მის ნამდვილ მეზე, იმ იმედით, რომ „განიკურნებოდა”.უაღრესად კონსერვატიულ საზოგადოებაში ასეთი ბრძოლები არც გასაკვირი და არც უნიკალურია. „LGBTI ადამიანების მიმართ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე და სიხშირე საქართველოში ისევ რჩება გამოწვევად ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის მიუხედავად”, FNF-ის კვლევის თანახმად, საქართველოს აქვს საკმარისად პროგრესული კანონმდებლობა, როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს ეხება; კანონის აღსრულებაშია პრობლემა.

'Everyone can or should come out – they have to do it when they are ready and prioritize their own safety. Accepting oneself is the crucial thing, the rest can wait for the right time.'

Nino Bolkvadze
Nino Bolkvadze

ნინოს ცხოვრება შეიცვალა 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ, როდესაც LGBTI საზოგადოების მშვიდობიან შეკრებას, თავს დაესხნენ  კონტრ-აქციის მონაწილეები. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის აღარ დაიმალებოდა, მაგრამ ნინო აღიარებს, რომ ყველას არ შეუძლია საჯაროდ განაცხადოს თავისი ორიენტაციის შესახებ – ისინი ამას გააკეთებენ როდესაც მზად იქნებიან  და პრიორიტეტად საკუთარ უსაფრთხოებას დააყენებენ. ნინოსთვის, საკუთარი თავის მიღება არის გადამწყვეტი რამ, დანარჩენი სწორ დროს მოგვარდება.

ღარიბ ქვეყანაში, სადაც მმართველი კლასების დაპირებებმა არ გაამართლა და სადაც პანდემია კიდევ უფრო ამწვავებს არსებულ ეკონომიკურ სირთულეებს, ძალაუფლების შენარჩუნება უკავშირდება  სხვადასხვა მტრების წინააღმდეგ კონსოლიდაციას, „უცხოს" შიში შეიძლება იყოს ძალაუფლების შესანარჩუნებლად ეფექტური იარაღი, მიუხედავად იმისა, რომ ამით  ქვეყნის რეალური პრობლემების გადაჭრა  არ ხდება, ამბობს ნინო. იგი მიიჩნევს, რომ გამოსავალი განათლებაშია და მართლმსაჯულების რეფორმირებაში. მისთვის საუბარია არა ორი მხარის, არამედ მოძველებული პრაქტიკის შეცვლაზე. ეს იდენტობა, რომელიც ემსახურება საზოგადოებისთვის იარლიყების მიკვრას და მათ უარყოფას, უნდა გადატრიალდეს, რათა ცხადი გახდეს, რომ LGBTI თემი, პირველ რიგში, ყველა დანარჩენი ადამიანის მსგავსია, ადამიანები განსხვავებული ღირებულებითა და პოლიტიკური გემოვნებით. იგი სხვებს აძლევს მაგალითს – მას უკავია თანამდებობა პლატფორმაზე, რომელიც საზოგადოების პრობლემებს გამოხატავს და წარადგენს  მას საზოგადოების წინაშე როგორც იმ ადამიანის, რომელიც იზიარებს დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის ღირებულებებს.

'The identity which is used to brand and reject the LGBTI community needs to be turned around to show that, first and foremost, they are the same as everyone else, people with differing values and political tastes.'

Nino Bolkvadze
Nino Bolkvadze

საქართველოში დადიოდა ჭორები, რომ ჰომოსექსუალები დასავლეთიდან ჩამოვიდნენ. პირი, რომელსაც ქონდა განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, უნდა დამალულიყო. ამიტომ არის აუცილებელი გამოსვლა, ხალხი უნდა გამოვიდეს გარეთ, მოყვნენ თავიანთი ამბები,  აიძულონ მედია გააშუქონ და განიხილონ ეს საკითხები. სწორედ ამიტომ, მოგზაურობს ის ქვეყნის მასშტაბით და მოლაპარაკებებს აწარმოებს. ნინო ასევე იღებს წერილებს ახალგაზრდა გოგონებისგან რომ მისი საუბრებსა და ლექციების მოსმენის შემდეგ , მშობლებმა ისინი მიიღეს. იგი აღიარებს, რომ არსებობს ადგილები, სადაც ის ჯერ კიდევ ვერ ბედავს მისვლას, მაგრამ იგი არ  არის სასტიკი ადამიანი: „ეტაპობრივად ჩვენ გავიმარჯვებთ. ვაჩვენებთ ვინ ვართ ჩვენ და ჩვენ უფრო მეტ მხარდაჭერას მოვიპოვებთ.”

2019 წელს, მთავრობამ უარი თქვა თბილისი-პრაიდის დაცვაზე: LGBTI თემის წევრები კანცელარიის გარეთ შეიკრიბნენ 14 ივნისს, მაგრამ მათ თავს დაესხნენ ულტრა-მემარჯვენე აქტივისტები. პრაიდი 8 ივლისს გაიმართა და მონაწილეებს მხოლოდ ნახევარი საათი ჰქონდათ, რის შემდეგაც დაიშალნენ მემარჯვენე ჯგუფებისგან მომავალი საფრთხეების გამო. ნინო კვლავ წარმატებად მიიჩნევს აღნიშნულს და არ ელოდება უტოპიას ან მარტივ გამარჯვებას. მაგრამ მისი სამართლებრივი წარმატებები ადამიანის უფლებების სფეროში, საქართველოში ბოლოს მომხდარ პოლიტიკურ ქმედებებთან ერთად – 15 პოლიტიკური პარტიის მიერ  LGBTI დაცვის მემორანდუმის ხელმოწერის მსგავსად–აძლევს მას იმედს მის სამ ძირითად მიზანთან მიმართებით: საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დაცვა, სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონება და საბოლოოდ LGBTI თემის პოლიტიკური წარმომადგენლობა. 

 

Follow more stories on female empowerment with #FemaleForwardInternational and in our Special Focus on the website.